ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ხატები
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი არსებობს ქრისტიანულ ხატწერაში. ჩვენც დედა ღვთისმშობლის
ხატების წინაშე განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოკრძალებას ვიჩენთ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი
ერთადერთია ადამიანთა შორის, რომელიც თვით უფლის გვერდით დგას და იესო ქრისტესთან ერთად
ადამიანთა ბედის გამგებელი შეიქმნა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა
იესო ქრისტეს მოციქულის წმიდა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი
დაწერა:
"ელეუსა" |
ერთი წარმოადგენდა „ელეუსას“, ანუ მოალერსე ღვთისმშობელს.
ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება.
"ოდიგიტრია" |
მეორე - „ოდიგიტრია“, ანუ გზის მაჩვენებელი, სადაც დედა
ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე უზის ყრმა იესო.
"დეისუსი" |
მესამე - „დეისუსი“, ანუ ვედრების ტიპის ღვთისმშობელი.
ამ ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მაცხოვრის გარეშეა გამოსახული. მას ორივე ხელი გაწვდილი
აქვს და მაცხოვარს ადამიანთა შენდობას სთხოვს.
"გლიკოფილუსა" |
მეოთხე - „გლიკოფილუსა“, ანუ მოწყალე ღვთისმშობელი,
სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე აქვს ხელები შემოხვეული.